ეთნიკური უმცირესობები საქართველოში, ინტეგრაცია თუ ასიმილაცია?

     დღეს, 21-ე საუკუნეში საერთაშორისო ასპარეზზე არსებული არც ერთი ქვეყანა, არ არის დაკომპლექტებული მხოლოდ და მხოლოდ ერთი ეთნოსის წარმომადგენლებით. მონოეთნიკური ქვეყნებად შეიძლება ჩაითვალოს იაპონია, სომხეთი და ისრაელი, სადაც ცოტა, მაგრამ მაინც ცხოვრობენ სხვა ეთნოსის ან ერის წარმომადგელები.

     საქართველო არის მულტიეთნიკური მოქალაქეებისგან შემდგარი ქვეყანა, სადაც უმრავლესობას შეადგენენ ქართველები. მეორე ადგილზე დაახლოები 250-300 ათასი კაცით არის აზერბაიჯანელები, მესამეზე 200-250 ათასი კაცი სომხები და ა.შ. იმის გამო, რომ უმცირესობები კომპაქტურად არიან დასახლებულები საზღვრის პირა რეგიონებში, ქართულ საზოგადოებას და უმცირესობებს საჭირო კავშირები ბოლომდე არ აქვთ ჩამოყალიბებული.

     ამ საკითხთან დაკავშირებით გამოსავლის სამი გზა არსებობს, პირველი სტატუს კვოს შენარჩუნება, ასიმილაცია და ინტეგრაცია.

     უდავოა, რომ დღეს საქართველოს ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, ყველაზე კარგი გზა არის სწორედ ინტეგრაციის გზა. ინტეგრაცია შეიძლება ჩამოვაყალიბოთ, როგორც ორ/რამოდენიმე განსხვავებულ ერთეულს შორის არსებული საერთოების მოძებნა და ამ საერთოების საფუძველზე დათმობებზე წასვლა, გარდაქმნა და ახლის ჩამოყალიბება ან არსებული ძველის გაზიარება. 

     დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე ინტეგრაციისთვის აუცილებელი პირობები, შეიძლება ჩამოვაყალიბოთ შემდეგნაირად:

  1. აზროვნების შეცვლა ეთნიკურ უმცირესობებში
  2. სახელმწიფო ენის შესწავლა
  3. აზროვნების შეცვლა ეთნიკურ ქართველებში

      ეს სამი პირობა შეიძლება შესრულდეს, როგორც ეტაბოვრივად ასევე ურთიერთ პარალელურად. მაგრამ ავტორის აზრით, ამ სამი პირობიდან ერთ-ერთის შეუსრულებლობაც გულისხმობს, იმას რომ ინტეგრაცია ჯერ არ არის მომხდარი.

      ეთნიკურ უმცირესობებში აზროვნების შეცვლაში იგულისხმება სამი რამ, პირველი ქართულ საზოგადოებას დაკავშირებით აზროვნების შეცვლა, რაც იგულისხმება ქართველებისადმი ნეგატიური დამოკდებულების შეცვლა, იდენტიფიკაციის პრობლემის მოგვარება. ფაქტია, რომ უმცირსობების წარმომადგენლების უმრავლესობა ან სრულიად იზოლირებულია დანარჩენი საქართველოსგან ან ისეთი ურთიერთობები გააჩნიათ ეთნიკურ ქართველებთან, რომ მათ აზროვნებაში სიტყვა ქართველი ან ქართველობა  არც ისე მიმზიდველია (პატრულის თანამშორმლების ურთიერთობა დაბალი განათლების მქონე უმცირესობების წარმომადგენლებთან, რომლებმაც არ იციან ქართული ენა. სავაჭრო პუნქტებზე ეთნიკური ქართველების დამოკიდებულება ეთნიკურად არაქართველების მიმართ).

      მეორე არის საკუთვრი ეთნიკურ უმცირესობებს შორის ინტეგრაციული პროცესების დაწყება. ინტეგრაცია ნიშნავს ნაწილების ერთიანობა, ხოლო საქართველოში ინტეგრაცია გულისხმობს იმას, რომ ყველა ერთეული უნდა იყოს ინტეგრირებული. ამ შემთხვევაში ყველაზე კარგი მაგალითი შეიძლება იყოს აზერბაიჯანელებისა და სომხების საკითხი. აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და სომხეთს შორის არსებული კონფრონტაცია არ უნდა გადმოვიდეს საქართველოში თუ მაინც და მაინც ეთნიკურ აზერბაიჯანელს, ან ეთნიკურ სომეხს ტერიტორიულ კონფლიქტების მოგვარების მიზნით ხელში იარაღის აღება სურს, ეს ტერიტორიული კონფლიქტი აფხაზეთი ან სამაჩაბლო უნდა იყოს და არა ყარაბაღი.

     ეს ყველაფერი გულისხმობს იდენტიფიკაციის შეცვლას ანუ მესამე პირობას. უმცირესობებმა საკუთარი თავის იდენტიფიკაცია უნდა მოახდინონ საქართველოსთან და ქართველებთან და არა სხვა ქვეყნებთნ. შესაძლო დაპირისპირების შემთხვევაში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა ისტორიული სამშობლოს ნაცლად მხარი საქართველოს უნდა დაუჭიროს. საქართველოს სრულიად დამშვიდებულად უნდა შეეძლოს უმცირესობებისთვის იარაღის და ძალაუფლების გადაცემა, ხოლო შესაძლებლობა იმისა, რომ უმცირესობების წარმომადგენელმა აღნიშნული იარაღი მიუშვიროს საქართველოსკენ, შეუძლებელი უნდა იყოს. როგორც ეს მოხდა მეორე მსოფლიო ომის დროს, როცა აშშ-ის სარდლად დაინიშნა ეიზენჰაუერი, წარმოშობით გერმანელი. რომელმაც საბოლოოდ დაამარცხა ფაშისტური გერმანია და ისტორიული სამშობლოს მიმართ არანაირი გრძნობა არ გამოუხატავს. მას სჯეროდა, რომ იგი იყო ამერიკელი, და ამერიკელ ხალხსაც სჯეროდათ, რომ ეიზენჰაუერი იყო ამერიკელი.

     ამ პირობების შესრულების შემდეგ შედეგიანი შეიძლება იყოს სახელმწიფო ენის შესწავლა ამ კუთხით. ისტორია გვიჩვენებს, რომ იზოლაცია და სეპარატიზმი სახელმწიფო ენის ცოდნის დროსაც ვლინდება. მაგალითად შეიძლება გამოვიყენოთ ირლანდია, სადაც, როცა დაიწყო ეროვნულ განთავისუფლებისთვის ბრძოლა ირლანდიელებმა არც კი იცოდნენ ირლანდიული და ყველა საუბრობდა ინგლისურად. ზოგს ეს მაგალითი უხეშად შეიძლება ეჩვენოს და განაცხადოს, რომ ირლანდიამ დაუმოჩილებლობა რელიგიის ფაქტორიდან გამომდინარე დაიწყო, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოშიც არსებობს რელიგიის პრობლემა (მონოფიზიტები, მუსლიმანები), აგრეთვე ისიც აღსანიშნავია რომ საქართველომ ისეთი ორი ტერიტორია დაკარგა სადაც ლაპარაკი ზედმეტი იყო რელიგიაზე. ავტორის აზრით, არც ირლანდიაში და არც საქართველოში ენა, რელიგია და სხვა ფაქტორები არ არის მთავარი ფაქტორი სეცესიისთვის, მისი აზრით, მთავარი ფაქტორი არის იზოლაციონიზმი, იდენტიფიკაციის პრობლემა, საზოგადოებაში იერარქია ( ეთნიკური ან რელიგიური დაყოფით). საკუთვრივ რელიგია ან ენა არ არის მიზეზი, მაგრამ ეს საბაბი ხდება თუ რელიგიის ან ეთნიკური წარმომავლობის მიხედვით იყოფა საზოგადოება. ამიტომ ავტორის აზრით, ენის შესწავლა ყველაზე ადვილად მოსაგვარებელი საკითხია.

     უმთავრესი კი რათა მოხდეს ინტეგრაცია ქვეყანაში ამისთვის საჭიროა დომინანტი ეთნოსში არსებული აზროვნების შეცვლა. საქართველოს შემთხვევაში აუცილებელია მოხდეს მოძველებული სტერეოტიპების დამსხვრევა (მწვანეულობების გამყიდველი აზრებაიჯანელი, ვაჭარი სომეხი) და ახალი აზროვნების ჩამოყალიბება, რომლის მიხედვითაც არ უნდა იყოს დისკრიმინაცია ან პრივილეგია გვარის, ეთნიკური წარმომავლობის ან რელიგიური კუთვნილების მიხედვით. შედეგად ჩვენ ყველა ერთნი ვიქნებით და ჩვენთვის უმაღლესი, საერთო  ღირებულება იქნება, საქართველოს მოქალაქეობა და ყველა ჩვენგანი იმ ერთი "ჩირაღდნის" შენარჩუნებისთვის ვიბრძოლებთ.

გაზიარება:

კომენტარები: